ეკო აქტივიზმი - ტრენინგი და დასუდთავების აქცია გორში

30 სექტემბერი 2018

29 სექტემბერს, გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან „ არსებული გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისე მზიკო ზერეკიძემ ეკო აქტივიზმის ფარგლებში ჩაატარა თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ასევე ეკო აქტივიზმის თემაზე, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას ეკოლოგიის კუთხით.

ტრენინგ/სემინარს სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის 11 და 12 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ტრენინგი დატვირთული იყო სხვადსხვა აქტივობებით, მოზარდებმა გამართეს დისკუსია, უკეთ გაეცნენ გუნდური მუშაობის პრინციპებსა და მოქალაქის როლის მნიშვნელოვნობაზეც ისაუბრეს. ტრენინგის ბოლოს მათ გადაეცათ სერთიფიკატები.

პროექტის ხელმძღვანელებმა, მოზარდებს გააცნეს დღევანდელ გარემო პირობებში მცხოვრები ინდივიდის მნიშვნელობა ეკოლოგიურ გარემოსთან დაკავშირებით და შეეცადნენ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ. მომდევნო დღეს დასუდთავების აქცია სვენეთის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყეს.

ღონისძიება დაგეგმილ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც ასევე მხარს უჭერდა გორის მუნიციპალიტეტის მერია. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი.

წყარო: გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge