ბიზნესის უნარების განვითარების ტრენინგი

15 ნოემბერი 2018

15-16 ნოემბერს, თბილისში, სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას“ ორგანიზებით, ქართველი და აზერბაიჯანელი მეწარმეებისთვის ბიზნესის უნარების განვითარების ტრენინგი იმართება.

ტრენინგი დაიწყო ბიზნესის დაგეგმვის ძირითადი პრინციპების მიმოხილვით, შენდეგ კი ტრენინგის მონაწილეებს განემარტათ: ბიზნეს გეგმიმს სტრუქტურა, ბიზნესის კონცეფციის ჩამოყალიბება, ბიზნეს გარემოს შესწავლის და შეფასების მექანიზმები, PESTEL მიდგომა და მოთხოვნისა და მიწოდების კორელაცია. ტრენინგის პირველი დღე, ასევე, დაეთმო ისეთ საკითხების როგორებიცაა:  მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა დაფინანსების შესაძლებლობები, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის რეგულაციები.

ტრენინგის მეორე დღეს, მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: კონკურენტების შეფასების ინსტრუმენტები და რისკების შეფასება; მარკეტინგი, გაყიდვები და კომუნიკაცია; ფინანსური  და ბიზნეს გეგმის ანალიზი.

ტრენერებთან ერთად, ტრენინგში მონაწილეობს: სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და საქართველოს შემოსავლების სამსახური.

ტრენინგი ტარდება პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ,,სიდა" და „დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის“. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge