"ასოციაცია 'დეამ' ჩაატარა ტრენგი თემაზე: "ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორები"

09 ნოემბერი 2018

დღეს, 9 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაში "ასოციაცია 'დეამ' პროექტის "მომავალი ბარიერების გარეშე" ფარგლებში ჩაატარა ტრენგი თემაზე: "ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორები".  ტრენინგს ესწრებოდნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, მათი მშობლები,შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული თემები იყო ჯანსაღი კვება, ნარკოტიკულ საშუალებებსა და თამბაქოზე დამოკიდებულება. 

ტრენინგი მიმდინარეობდა გუნდური სამუშაოების, კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, რომლის მიზანიც იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებასთან ინტეგრირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია.

ტრენინგს უძღვებოდა 'დეას' თავმჯდომარის მოადგილე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი ქ-ნ თამარი ქანთარია.

პროექტი ხორციელდება პროექტის "ტრენინგებისა და დასაქმების ინიცირების ხელშეწყობა მართლმსაჯულების სექტორში" (TESI) ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და DVV International-თან პარტნიორობით.

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge