#არაბულინგს - რუსთავის ცენტრალურ პარკში აქცია-კონცერტი გაიმართა

13 სექტემბერი 2018

13 სექტემბერს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სიდას ორგანიზებით გაიმართა აქცია-კონცერტი #არაბულინგს. ღონისძიებაზე, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს ბულინგის თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე; მოეწყო კინოჩვენება, ხოლო ღონისძიება დახურა ადგილობრივმა მუსიკალურმა ბენდმა - Uprising.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიდა“ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრსა (GCRT) და ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

წყარო: Civil Development Agency (CiDA)

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge