ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ბაღდათში პროექტის პრეზენტაცია გამართა

19 ოქტომბერი 2018

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ბაღდათში პროექტის - „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“ პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანია უზრუნველყოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

შეხვედრის ბოლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სოციალური ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, ინკლუზიური დიალოგისა და პოლიტიკის შემუშავების პლატფორმების შექმნას, საზოგადოების მობილიზებასა და ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი დაფინანსებულია „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი თვითმმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში და ხორციელდება world vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წყარო: ბაღდათის საინფორმაციო ცენტრი

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge