ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა - ასოციაცია "დეამ" ტრენინგი ჩაატარა

26 ოქტომბერი 2018

26 ოქტომბერს, სენაკში, სათემო განათლების ცენტრში ა/ო "ასოციაცია "დეამ'" ჩაატარა ტრენინგი "ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა" პროექტის - "მომავალი ბარიერების გარეშე" ფარგლებში.

ტრენინგს ესწრებოდნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და ახალგაზდები(მოსწავლეები, სტუდენტები) 14-26 წლამდე, რომელნიც გაეცნენ ადამიანის უფლებებს, პრაქტიკული სავარჯიშოს "გადადგი ნაბიჯი წინ" მეშვეობით საკუთარ თავზე განიცადეს, თუ რომელი უფლება ირღვევა ყოველდღიურ ცხოვრებაში, გუნდური სამუშაოების მეშვეობით იპოვეს პრობლემის აღმოფხვრის გზები. მონაწილეებს, აგრეთვე, აუმაღლდათ ცნობიერება გენდერულ თანასწორობაზე, ჯგუფური სამუშაოების დახმარებით გამიჯნეს სად გადის ზღვარი სქესსა და გენდერს შორის.

ტრენინგის მიზანი იყო არაფორმალური განათლების გზით კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ინტეგრირების ხელშეწყობა საზოგადოებასთან, ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე. ჯგუფური დავალებების მეშვეობით მათი ლიდერული თვისებების გამოვლენა.

ტრენერი: თამარ მალანია

პროექტი ხორციელდება პროექტის "ტრენინგებისა და დასაქამების ინიცირების ხელშეწყობა მართლმსაჯულების სექტორში" (TESI) ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და DVV International-თან პარტნიორობით.

 

წყარო: Ecological And Environmental Protection Association DEA

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge