თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა

02 აგვისტო 2015

პროექტის სახელი: თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა

პროექტის განხორციელების ვადები: 01/10/2014 - 31/08/2015

დონორი: ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”

არეალი: საქართველოს რეგიონები

ბიუჯეტი: 50 000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანი: თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით როგორც ადგილობრივი პრობლემების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში.

პროექტის ძირითადი ამოცანები და აქტივობები: 
• თვითმმართველობის რეფორმის პროცესში რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლება;

• რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ინტერესთა ჯგუფების მიერ სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების განხილვა და ინიცირება;
• სამოქალაქო მონაწილეობის არსებული საკანონმდებლო რეგულაციების განხორციელებაში რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ჩართვა
• სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების (პიარ) საინფორმაციო უზრუნველყოფა.

პროექტს განახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელთან (R-CSN) თანამშრომლობით. კერძოდ, უშუალოდ იქნება პროექტის პარტნიორი ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, რომელიც ქსელში თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სამუშაო ჯგუფს უწევს ფასილიტაციას.

პროექტი განხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში, შეირჩევა 2-2 მუნიციპალიტეტი (არა რეგიონის ცენტრები) და 10-10 სოფელი (სულ 100).

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge