პროექტი ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად

24 თებერვალი 2017

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს.


აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში დღეს საზოგადოება „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტის“ პრეზენტაციას დაესწრო.
აჭარაში - „დემოკრატიის ინსტიტუტი“, სამეგრელო-ზემო სვანეთში - „თანაზიარი“, იმერეთში - „აფხაზინტერკონტი“ და გურიაში - „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ სამი წლის განმავლობაში იმუშავებენ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების გასაძლიერებლად.


ჩვენი ინოვაციური მიზნებია:

  • ავამოქმედოთ სოციალური საწარმოები და დავასაქმოთ ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები
  • ხელი შევუწყოთ ბენეფიციარების სტაჟირებას დასაქმების პირობით
  • უზრუნველვყოთ ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბება
  • ავამუშავოთ ყოფილ პატიმართა განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები
  • გავაუმჯობესოთ ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • აღმოვუჩინოთ იურიდიული დახმარება ყველა ყოფილ პატიმარს, პატიმართა ოჯახს და პრობაციონერს

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან მუშაობა დემოკრატიის ინსტიტუტმა 2005 წლიდან დაიწყო.
პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის განხორციელების არეალი: აჭარა, გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი, იმერეთი.
პროექტის ხანგრძლივობა: 1თებერვალი 2017 - 31 ნოემბერი 2019 წელი
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები:
დემოკრატიის ინსტიტუტი, ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107 ტელ: (0422) 27 57 44
აფხაზინტერკონტი, ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27 ტელ: (0431) 26 48 61
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4 ტელ: (0496 )27 41 26
თანაზიარი, ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88 ტელ: (0415) 22 10 78

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge