კოალიციური პროექტი #4 –„მოქალაქეთა გარემოსდაცვითი ინტერესების მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის R-CSN მიერ“

25 მარტი 2014

„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ R-CSN ფარგლებში შექმნილი ჯგუფის, „გარემოს დაცვა“ წევრმა სამმა რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი შეიმუშავა კოალიციური პროექტი „მოქალაქეთა გარემოსდაცვითი ინტერესების მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის R-CSN მიერ“.

 

აღნიშნული კოალიციური პროექტი დააფინანსა აშშ საერთაშორისო გავნითარების სააგენროს (USAID), აღმოსავლეთ– დასავლეთის მართვის ინსტიტუტის – G-PAC–ის პროგრამამ.

 

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი.

 

პროექტის ხანგრძლივობა: თებერვალი–ივნისი, 2014 წელი.

 

პროექტის გეოგრაფიული არეალი: ბოლნისი, ქუთაისი, ტყიბული.

 

პროექტის მიზანი: საქართველოს სამრეწველო რაიონებში მოსახლეობის ინტერესების დაცვა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმების შემუშავების, რეალიზაციის და მონიტორინგის, როგორც ადვოკატირების ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმების გამოყენების საფუძველზე.

 

პროექტის ამოცანები:

 

• დაინტერესებულ მხარეთა (სტეიქჰოლდერები) ჩართვა ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის (აგსგ) შემუშავებაში, ბოლნისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ აგსგ განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ინიცირება;
• სტეიქჰოლდერთა მონაწილეობით შემუშავებული და ტყიბულის საკრებულოს მიერ დამტკიცებული აგსგ-ს პირველი რიგის ღონისძიებების რეალიზაციის მონიტორიგი, შესაბამის ადგილობრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში მიმართვა მათი რეალიზაციის მიზნით;
• ქ.ქუთაისის აგსგს-ს შესრულების მონიტორინგი, სტეიქჰოლდერთა მონაწილეობით მისი განახლება, ქუთაისისათვის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამის სტრუქტურებში წარდგენა.

 

შენიშვნა: „სამოქალაო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფასილიტატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“. პროექტი მხარდაჭერილია „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ქსელის ფარგლებში სულ შვიდი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, როგორებიცაა: ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარება, საარჩევნო გარემო, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მართვა და ახალგაზრდობა და მოხალისეობა.

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge