პროექტის დამატების ინსტრუქცია
სამოქალაქო ორგანიზაციების გამჭვირვალობის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ძირითადი დებულებები:
• დაინტერესებული ორგანიზაცია უნდა წარმოადგენდეს არასამთავრობო ორგანიზაციას (არაკომერციულ იურიდიულ პირს);
• დაინტერესებული ორგანიზაცია უნდა იზიარებდეს გამჭვირვალობის დეკლარაციის დებულებებს;
• ორგანიზაცია, რომელიც ელექტრონულ ბაზაში განათავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას ავტომატურად ჩაითვლება მის ხელმომწერ ორგანიზაციად, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იზიარებს გამჭვირვალობის დეკლარაციის შინაარსს;
• გამჭვირვალობის ელექტრონულ ბაზაში დასამატებლად დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა მიმართოს ბაზის ადმინისტრატორს ელექტრონულ მისამართზე: contact@cso.ge. მიმართვის ტექსტში უნდა იყოს გამოხატული ბაზაში დარეგისტრირების სურვილი;
• დარეგისტრირების მოთხოვნის გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ორგანიზაცია მიიღებს გამჭვირვალობის ელექტრონული ბაზაში შესვლისათვის საჭირო პაროლს;
• პაროლის მიღების შემდეგ ორგანიზაცია თვითონ ავსებს ბაზას (ამატებს ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ);
• საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის განთავსების/ატვირთვის შესახებ კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ ელექტრონულად მისამართზე contact@cso.ge, ასევე, ტელეფონით 599512215 (ეთუნა ცოტნიაშვილი);
• ორგანიზაციის მიერ განთავსებული ინფორმაცია გამოჩნდება ელექტრონული ბაზის ადმინისტრატორის ტექნიკური ნებართვის/დადასტურების შემდეგ.