თანასწორობა ოჯახიდან იწყება – სოციალური კლიპი
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის „თანატოლგანმანათლებლები-თანატოლთა უფლებებისათვის“ ფარგლებში მომზადდა სოციალური კლიპი გენდერულ თანასწორობაზე. ვიდეო-რგოლში მონაწილეობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის (SJMC) მიერ ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ამერიკის საელჩოსა და PH International – ის მხარდაჭერით.
კომენტარი