კამპანია - სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა
2018 წლის 17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეული გაიმართა. თემატურმა შეხვედრებმა საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით საქართველოს 10 რეგიონი მოიცვა. კამპანიის მიზანი იყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე. კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით. სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.
კომენტარი