გამჭვირვალობის დეკლარაცია

                   არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია

 

ხელმომწერი ორგანიზაციები, რომელთა მიზანს წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, ლიბერალური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრება, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებისა და ამ საქმიანობის დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით, თანხმდებიან შემდეგ პრინციპებზე:


• არასამთავრობო ორგანიზაციები კეთილსინდისიერად უნდა ეკიდებოდნენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს:


არასამთავრობო ორგანიზაციები ნებაყოფლობითი და მოხალისეობაზე დაფუძნებული გაერთიანებები არიან და მათი მიზანი არა მოგების, არამედ საზოგადოებრივი სიკეთის მიღებაა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან დამოუკიდებლობის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრინციპი და არ უნდა იყვნენ აფილირებული სახელმწიფოსთან ან პოლიტიკურ პარტიებთან;


• არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი საქმიანობისას უნდა ხელმძღვანელობდნენ ანგარიშვალდებულების სტანდარტით, რაც გულისხმობს:

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაამკვიდრონ მმართველობის ისეთი სისტემა, რომელშიც უზრუნველყოფილია, როგორც კანონმდებლობის, ასევე, ორგანიზაციის შიდა წესების განუხრელი დაცვა, ორგანიზაციის ფინანსების შიდა მეთვალყურეობა და კონტროლი, ორგანიზაციის რესურსების ეფექტიანად და პასუხისმგებლობით განკარგვა;


• არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდნენ გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებით, რაც გულისხმობს:


 არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მათ შორის საკუთარ და საერთო ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას.

 

და ვაცხადებთ:

 

• პერიოდულად, როგორც საკუთარ ვებგვერდებზე, ასევე საერთო ონლაინ პლატფორმებზე, გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია ორგანიზაციების დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ;
• ინფორმაციის გამოქვეყნებასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობას შესაბამისი ორგანიზაცია იღებს;
• დეკლარაციაზე ხელმოწერა არის ნებაყოფლობითი და ღიაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იზიარებენ დოკუმენტში აღიარებულ პრინციპებსა და ვალდებულებებს.

 

 

ხელმომწერები:

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
2. სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
3. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
5. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
7. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"
8. ააიპ ასოციაცია "ათინათი"
9. დემოკრატიის ინსტიტუტი
10. დემოკრატ მესხთა კავშირი/UDM
11. მედიის განვითარების ფონდი
12. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
13. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
14. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
15. რეგიონის განვითარების ცენტრი
16. ადამიანის უფლებათა ცენტრი
17. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"
18. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი - GCRT

19.  საქართველოს რეფორმების ასოციაცია
20. ორბელიანი საქართველო
21. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
22. საფარი
23. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
24. მწვანე ალტერნატივა
25. მსოფლიო წარმომადგენლობა საქართველოსთვის
26. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
27. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
28. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
29. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
30. ინტეგრაცია ევროატლანტიკური არჩევანი
31. ISET-ის კვლევითი ცენტრი
32. გადასახადის გადამხდელთა კავშირი
33.  სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
34. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
35. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
36. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge