ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი
დაბადების თარიღი:
17 ივნისი 1987
განათლება:
თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტელეფონი:
599 30 42 04; 0322 23 15 68
ელ.ფოსტა:
vakhushtimenabde@gmail.com
დეტალური რეზიუმე:
https://goo.gl/PKdgfc

ბიოგრაფია

ვახუშტი მენაბდემ 2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2014 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურა სოციოლოგიის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის დირექტორად; საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) ექსპერტად; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2015 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრია. 2015 წლიდან, მოწვეული ლექტორის სტატუსით, ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტში, სხვადასხვა დროს კი აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. იყო ჰოლანდიის მრავალპარტიულობის ინსტიტუტის, ვესტმინსტერის ფონდის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის ტრენერი. ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტთან თანამშრომლობს 2010 წლიდან. მოწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით; ხოლო 2015 წლიდან სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია საჯარო სამართლის მიმართულებით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები: კონსტიტუციური სამართალი; ადამიანის უფლებები; სოციალური თეორია; პოლიტიკის ფილოსოფია

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge