მენიუ
რამაზ საყვარელიძე

ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1990–1996წწ. იყო განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; 1993–1995წწ. სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, პრეს–მდივანი; 2005–2006წწ. ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 1980–2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი და კლასიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან არის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. არის 40–მდე სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი.