ნინო ზურიაშვილი

ნინო ზურიაშვილი
გამომძიებელი ჟურნალისტი, მედიაექსპერტი
დაბადების თარიღი:
31 მარტი 1968
განათლება:
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და მარკეტინგის სპეციალობით
ტელეფონი:
597 41 18 19
ელ.ფოსტა:
zuriashvili@yahoo.com
დეტალური რეზიუმე:
.

ბიოგრაფია

ნინო ზურიაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და მარკეტინგის სპეციალობით.

ჟურნალისტის კარიერა 1996 წელს გაზეთ „ფინანსებში“ დაიწყო და გააგრძელა გაზეთ „კავკასიონში“ (1997-2000).

2000-2004 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „60 წუთი“, ხოლო 2005-2006 წლებში ამავე ტელეკომპანიაში, გადაცემაში „ბიზნეს-კურიერი“, პროდუსერად.

2005 წელს იგი სხვა ჟურნალისტებთან ერთად აარსებს სტუდია „მონიტორს“.

ნინო ზურიაშვილი 2008 წლიდან არის აგრეთვე თბილსის მედიაკლუბის გამგეობის თავმჯდომარე.


ნინო ზურიაშვილი 2002-2004 წლებში ასწავლიდა „60 წუთის საგამოძიებო სკოლაში“. 2007-2008 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2014 წლის 21 დეკემბერს, მან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნათია კუპრაშვილი შეცვალა.


ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოს რკინიგზაში არსებულ კორუფციაზე მიღებული აქვს „განსაკუთრებული აღიარება“ „საგამოძიებო ჟურნალისტები და რედაქტორების“ მიერ, აშშ.

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge