ლევან კალანდაძე

ლევან კალანდაძე
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში
დაბადების თარიღი:
10 მარტი 1972
განათლება:
თბილისის საფინანსო-ეკონომიკური აკადემია
ტელეფონი:
577 41 69 69
ელ.ფოსტა:
levankalandadze@yahoo.com

ბიოგრაფია

ლევან კალანდაძე დაიბადა 1972 წლის 10 მარტს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის 189-ე საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური აკადემიის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი.

1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლად სოციალური რეფორმების საკითხებში.

1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში უფროსის პირველ მოადგილედ.

2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურში უფროსის მოადგილედ.

2005-2008 წლებში მუშაობდა კონსალტინგურ კომპანიაში UGBC COMPANY ბიზნესის განვითარების კონსულტანტად და ბიზნეს-რისკების მართვის კონსულტანტად.

2008-2009 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში MERCY CORPS ბიზნესის განვითარების კონსულტანტად და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის მკვლევარად.

2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად.

2011 წელს პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" მეათე ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად.

2013 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა - სიპი".

 ჰყავს სამი შვილი.

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge