მენიუ
არჩილ გამზარდია

ბიოგრაფია
დაიბადა 1979 წლის 2 ივლისს. ძირითადი სამუშაო პროფესიით არის საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი. გამზარდია არის დარგობრივი სპეციალისტი, სხვადასხვა ტრენინგ ცენტრისა და დამოუკიდებელი ტრენერი, დარგობრივი კონსულტანტი. იკვლევს მეცნიერულად იმ დარგებს, რომელიც საქართველოში სამეცნიერო და ანალიტიკურ დონეზე არ შეისწავლება (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მენეჯმენტის ფართო პროფილის მიმართულებით), ასევე აქტიურად მუშაობს პუბლიცისტიკაში საზოგადოებრივი პროცესებისა და პოლიტიკური კომუნიკაციების მიმართულებებით.
არჩილ გამზარდიამ სწავლა დაიწყო 1985 წელს 159-ე საშუალო სკოლაში, რომელიც წარმატებით დაასრულა1996 წელს, ამავე წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების სპეციალობაზე, პარალელურად კი ესწრებოდა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალობის ლექციებს, ორიოდე წელში სასწავლო პროფილი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სასურველი მიმართულებით დარგის შესწავლის მიუხედავად, 1999 წელს ჩააბარა ამჟამინდელი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (მაშინ თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე, რომელიც 2004 წელს დაასრულაა წარჩინებით. ამ წლების განმავლობაში ესწრებოდა არაერთ ტრენინგს, ლექციას ან სემინარს, რომელიც შეიძლებოდა იმ წლებში ჩატარებულიყო. გაიარა საკვალიფიკაციო ტრენინგები და სხვადასხვა კვალიფიციიური დარგობრივი სპეციალისტის ლექცია-სემინარები, ასევე ე.წ. უორქ-შოფები და კონსულტაციები.